Posted in 1 | Tagged fashion, Fifi Lapin | 11 Comments »
- მთავარი გმირი ყოველთვის ყველაზე ჭკვიანი და მოხერხებულია
- ყველა ჭკვიანი და მოხერხებული ამერიკელია
- ყველა ამერიკელი ზედმიწევნით იცავს პოლიტკორექტულობას
- არსებობენ გენიოსი ბავშვები
- ყველა გენიოსი ბავშვი ამერიკელია
- ყველაფერი კარგად იქნება
მეტს ვერაფერს გავიმეტებ.
ის სათაურში ნახსენები “2012 ფრაზა” დღეს წარმოითქვა, სულ რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ კინოდარბაზში, ჩემი და მეგობრის მიერ.
Posted in 1 | Tagged 2012, ამერიკელი, გენიოსი, მარაზმი | 16 Comments »
ახლა იფიქრე, რას ბოდავსო, “შეწყვეტილი ამბორი” ქვია ფილმსო და უკვე დააპირე ცინიკური კომენტარის დაწერაც ალბათ. ვიცი რასაც ეძახიან ქართულად. ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არც broken არის შეწყვეტილი და არც embrace ნიშნავს ამბორს. ეს ისე, უბრალოდ ლირიული გადახვევა. ახლა მინდა ორიოდ მოკრძალებული სიტყვა “დამსხვრეული ჩახუტებები-ს” შემოქმედზეც ვთქვა. (იმედია ჩემი მეგობარი თეკო, რომლის საყვარელი რეჟისორიც გახლავთ პედრო, მომიტევებს ისე რომ ვერ დავწერ ამ პოსტს, როგორც ის დაწერდა. ამ ფილმს ერთად ვუყურეთ და ორივემ გადავწყვიტეთ დაგვეწერა ამაზე, თეკომ გაზეთისთვის, მე ბლოგისთვის. მეტი
Posted in 1 | Tagged ალმოდოვარი, კინო, პედრო ალმოდოვარი, პენელოპა კრუსი, შეწყვეტილი ამბორი | 32 Comments »
ამ ერთი წლის წინ, თბილისის ქუჩებში საღებავები და პლაკატები გამოჩნდა “რატომ?” ასე ეწერა ზუსტად. პლაკატები იყო ყველგან: კედლებზე, გაჩერებებზე, ავტობუსებში, ავტობუსებზე, “ცოდნის ტაძარში”, ახლად შეღებილ შენობებზე, გაზეთის ჯიხურებზე.. მოკლედ, სადაც ინატრებ სულო და გულო (თუკი ინატრებ). ჰოდა მეც მაქვს რამდენიმე კითხვა, რომელიც ასე იწყება “რატომ?” მეტი
Posted in 1 | Tagged თავისუფლება, თინეიჯერი, მარაზმი, მენტალიტეტი, მოხუცი ახალგაზრდები, საქართელო | 46 Comments »
ვიფიქრე, ვიფიქრე და დავწერე… თუ გინდათ ნახეთ : )
თავს ნუ მოიკლავთ
აზრისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა, რომელიც ყველა საერთაშორისო დოკუმენტითაა განმტკიცებული და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მძლავრი დაცვა აქვს მინიჭებული. მეტი
Posted in 1 | Tagged ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, კოლოკვიუმი | 27 Comments »
დილით ლექცია გამიცდა, ბატონი ბაადური გადაღებაზე ბრძანდებოდა
თურმე და ჩვენც ჯერ მერაბ კოკოჩაშვილთან (ძალიან შემიყვარდა ბატონი მერაბი), მერე კი საერთოდ სახლებში გავეშურეთ. როგორც წესი, ძალიან არ მიყვარს ლექციიდან პირდაპირ სახლში წასვლა, დღეს ციოდა ძალიან. გამახსენდა რომ PR-ის საკმაოდ ბევრი ქსეროქსი მაქვს წასაკითხი და სასწავლიც, ხვალ კოლოკვიუმები მაქვს მასობრივ კომუნიკაციებშიც და საზღვარგარეთის მედიაშიც. ნიკომ კი თქვა მე არ გაწერინებთ ან შეიძლება გაწერინოთო, მაგრამ აი ეს შეიძლება (არ მიყვარს ეს სიტყვა :უსერ:) ჰოდა ხომ შეიძლება გვაწერინოს რამე? სასწავლი ბევრი მქონდა, მაგრამ მაინც გავბედე და ჩავრთე კომპი მეტი
Posted in 1 | Tagged განწყობა, კოლოკვიუმები, მე | 21 Comments »
ის ქართველებისთვის ერთ-ერთ არასაყვარელ წელს დაიბადა, ამავე წელს
დაიბადნენ იტალიელი მსახიობი ივ მონტანი და ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე. თუმცა ამ ორს მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია მთელი მისი 73 წლიანი ცხოვრების მანძილზე. მისი მშობლები მასწავლებლები იყვნენ, არც ამას აქვს არავითარი კავშირი იმასთან, რითაც აღსანიშნავი და შესანიშნავია ეს ბოლონიელ-რომაელი ქალბატონი. მეტი
Posted in 1 | Tagged კინემატოგრაფი, კინო, ჯულიეტა მაზინა | 5 Comments »
ჩემი პოსტი, მარტო ჩემი..
ეძღვნება ნოემბერს, შეგიძლიათ არ წაიკითხოთ
უკვე არ მახსოვს, მაგრამ ბევრი წელია ნოემბერი ჩემთვის განსაკუთრებული თვეა.
რატომ? -არ ვიცი, უბრალოდ, შემიყვარდა და მიყვარს დღემდე.
რატომ შემიყვარდა? -არც ეგ ვიცი. ალბათ იმიტომ რომ ლამაზია. არა, მარტო ლამაზის გამო ნამდვილად არ მიყვარდება არაფერი. მეტი
Posted in 1 | Tagged მე, ფოთოლცვენა, შემოდგომა | 12 Comments »
გრიგოლია გალანძრეო, ასათიანიცო, არც ნანუკა ჟორჟოლიანი მოგწონს და კიდევ არც ქაჯაია გხიბლავსო, ეკა ხოფერიასაც არაფრად თვლიდიო.
საერთოდ მოგწონსო ვინმე?
-ასე მითხრა დედაჩემმა, რაც ჩემი ბლოგი შემთხვევით აღმოაჩინა დღეს დილით თურმე და პროფილსა და რეაქციაზე (ო როგორ უხდება ეს სახელი ამ გადაცემას(ამ სიტყვის ერთ-ერთი იმ მნიშვნელობით, რომელზეც სახელის დამრქმევებს ალბათ არც უფიქრიათ )
დიახ მეგობრებო! დიახ! სწორედაც რომ დიახ! მეტი
Posted in 1 | Tagged გოგი გვახარია, მე | 21 Comments »
დღეს ეკუსის ბლოგზე, (რომელსაც ხშირად ვსრუმრობ) ერთი პოსტი ვნახე,
სადაც წერს ინგა გრიგოლია სასწავლებლად მიდისო.
ამ ამბავმა ისე გამახარა და აღმაფრთოვანა შვედეთში წასულ ბებიასთან “სასკაიპოდ” შემოსულ მეზობელს თვალიც კი ჩავურთე და ვუთხარი რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს იჯექითქო ჩემ ოთახში. ჯდომით კი დიდ ხანს იჯდა ნამდვილად, როგორც სჩვევია, ერთი საათი და კიდევ რამდენიმე ათეული წუთი. არადა სხვა დროს ვეუბნები, რომ თვალი არ მუშაობს, ყურსასმენები გამიფუჭდა და მიკროფონიც არ არის მთლად წესრიგში. არა, ბოროტი კი არ ვარ, უბრალოდ ერთხელ, კოლოკვიუმის წინა დღეს, მეტი
Posted in 1 | Tagged ინგა გრიგოლია, მედია, ჟურნალისტიკა, ტელევიზია | 11 Comments »